25 დეკემბერს ღაზის სექტორში კიდევ ათობით პალესტინელი მოქალაქე დაიღუპა

25 დეკემბრის ღამეს ათობით პალესტინელი დაიღუპა. შეტევა ღაზის სექტორზე 25 დეკემბერს დღისითაც გაგრძელდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
25 დეკემბრის ღამე უკვე იხსენიება ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო ღამედ ისრაელი-ღაზის მიმდინარე ომში. დაღუპულთა რიცხვის შესახებ წყარო ჯერჯერობით მხოლოდ ღაზის “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროა. მათი თქმით, დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანია, მათ შორის, ქალები და ბავშვები.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, ”მიუხედავად იმისა, რომ “ჰამასის” ტერორისტული დაჯგუფება ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობაშია გარეული და ეს დიდი გამოწვევაა, ისრაელი ერთგულად იცავს საერთაშორისო სამართალს და დგამს ნაბიჯებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ნაკლები ზიანის მისაყენებლად”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში “ჰამასზე” შეტევა უფრო ინტენსიური გახდება.
„ომი ძალიან ძვირად გვიჯდება, თუმცა ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
სააგენტო “როიტერსის” ცნობით, “ჰამასმა” და მოკავშირე ისლამურმა ჯიჰადმა უარი თქვეს ეგვიპტის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, თუ ისინი დათმობდნენ ძალაუფლებას ღაზის სექტორში, სანაცვლოდ ცეცხლი სამუდამოდ შეწყდებოდა.
22 დეკემბერს თელ-ავივში ისრაელელმა აქტივისტებმა მიმდინარე ომის წინააღმდეგ დემონსტრაცია გამართეს.
7 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, “ჰამასის” ტერაქტისა და ისრაელის მხრიდან მომყოლი შეტევების შედეგად, ჯამში უკვე ათასობით ისრაელელი და პალესტინელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში