გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩის მიმდებარედ, წყალარინების ქსელი განახლდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩაზე სრულად განახლდება 1 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური ქსელი და განშტოებები.
„განახლებულ ქსელზე 15 წყალარინების ჭა მოეწყობა. სარეაბილიტაციო პროექტი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2025 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაასრულებს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 900 000 ლარზე მეტია.
რეაბილიტაციის შედეგად, გლდანის რაიონში, ვასაძისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედა – ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი – რუსეთმა საქართველოზე ეფექტური კონტროლი დაამყარა, შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა და ისე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ხმა ვერ ამოიღოს – ერთი ავარიით ქვეყნის გათიშვა ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოება აღარ გვაქვს!