რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა

რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ჰუმანიტარული დახმარება – 50 ცალი სასაჩუქრე და 8 ცალი ტკბილეულის ყუთი გადასცეს.
აქციის ორგანიზატორებს სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედა – ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი – რუსეთმა საქართველოზე ეფექტური კონტროლი დაამყარა, შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა და ისე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ხმა ვერ ამოიღოს – ერთი ავარიით ქვეყნის გათიშვა ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოება აღარ გვაქვს!