თებერვალში რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის მიწოდების წილი 37%-დან 31%-მდე შემცირდა

ინდოეთმა 2025 წლის თებერვალში 15.5 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 30.9%-ით ნაკლებია – ამის შესახებ ვაჭრობის სამინისტროს სტატისტიკურ მასალებშია ნათქვამი.
ფულადი თვალსაზრისით, მიწოდებებმა 8.9 მილიარდი დოლარი შეადგინა (-32.8% წლიურ გამოხატულებაში).
კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2022 წლის ივნისიდან მუდმივი ლიდერის – რუსეთის ფედერაციისგან შესყიდვების კორექტირებამ: თებერვალში 4.87 მილიონი ტონა ნავთობი იქნა მიწოდებული, რაც გასული წლის თებერვლის მაჩვენებელზე 23%-ით და მიმდინარე წლის იანვრის მაჩვენებელზე 28%-ით ნაკლებია.
ვრცლად interfax-ზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ