მუხროვანში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვის ვადით გაწვეულმა 97 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს და კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეკრუტებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა, ხოლო კურსის ინსტრუქტორებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ მშობლებს შვილების მონახულების და მათთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.
დღეიდან ჯარისკაცები სპეციალური ოპერაციების სარდლობის სხვადასხვა მხარდამჭერ ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში სამხედრო დისციპლინებში ცოდნას გაიღრმავებენ. ისინი სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფებში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.
სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვით გაწვეულმა და საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა პირებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა მუხროვანში გაიარეს. რეკრუტებმა სამხედრო ტოპოგრაფია, პირველადი სამედიცინო დახმარება, კავშირგაბმულობა, საინჟინრო, ტაქტიკური, საცეცხლე, სამწყობრო მომზადება გაიარეს და საბრძოლო თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს.
Next: ნინო წილოსანი ზე: დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა – უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს