OECD-ს ქვეყნებში უმუშევრობა მარტში 4.9%-მდე გაიზარდა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში უმუშევრობის დონე მარტში 4.9%-მდე გაიზარდა, წინა თვის ისტორიულ მინიმუმთან შედარებით, რომელიც 4.8%-ს შეადგენდა.
ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებელი 2022 წლის აპრილიდან 5%-ს არ აღემატება.
23 ქვეყანაში უმუშევრობის დონე წინა თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა. ზრდა ხუთ ქვეყანაში დაფიქსირდა, ხოლო შემცირება ოთხში.
ექვს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 3%-ზე ნაკლებია (ჩეხეთი, , იაპონია, სამხრეთ კორეა, მექსიკა და პოლონეთი). ორნიშნა მაჩვენებელი მხოლოდ ესპანეთში დაფიქსირდა (10.9%).
ევროკავშირსა და ევროზონაში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზე, შესაბამისად, 5.8%-სა და 6.2%-ზე დარჩა, რაც უკვე მეექვსე თვეა გრძელდება.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) უმუშევართა რიცხვი მარტის განმავლობაში 34,223 მილიონამდე გაიზარდა, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 33,992 მილიონს შეადგენდა.
ქალებში უმუშევრობა 5%-დან 5.1%-მდე გაიზარდა, ხოლო მამაკაცებში ის 4.7%-ზე დარჩა. ახალგაზრდებში (15-დან 24 წლამდე) მაჩვენებელი უცვლელი დარჩა და 11.1%-ს შეადგენს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), რომელიც 1961 წელს დაარსდა, მსოფლიოს 38 ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას აერთიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”