ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი

რასა იუკნევიჩიენე არის საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი და დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულებები, რაც ამ ადამიანებისგან არ მომდინარეობს.
„ჯო უილსონი და ქალბატონი რასა არიან აბსოლუტურად ერთნაირი ტიპაჟები, პირდაპირ გამოსჭვივის „ცეკას“ სულისკვეთება ამ ადამიანებისგან. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენს ქალბატონი რასა და როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საკუთარი საბჭოთა გამოცდილებიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, რასაც ვერ ვხედავთ ასეთი ადამიანების მხრიდან. ის ნამდვილად არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი, მასთან ჯერ კიდევ მაშინ მეგობრობდა, როდესაც იყო სააკაშვილი რეჟიმის ხელმძღვანელი და ამ მეგობრობას აგრძელებს დღემდე, რაც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ ადამიანს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს