კუბილიუსმა, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო – მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?

კუბილიუსმა, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო – მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სურდა „დიფ სთეითს“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიას უკრაინაში მშვიდობა არ აწყობს, ხოლო საქართველო ამ კონფლიქტის გაგრძელების დამზღვევად წარმოედგინა.
„უკრაინას მშვიდობას და განვითარებას ადრეც ვუსურვებდით და ახლაც ასეა, თუმცა მაგალითები არსებობს იმის, რომ დიდი ქვეყნები ყოველთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ხომ ნახეთ რა თქვა სულ ორი დღის წინ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც იგივე „დიფ სთეითის“ წარმომადგენელია – უკრაინაში მშვიდობა არ გვაწყობს, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო. მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ? კუბილიუსი ხომ თავად არ წყვეტს ამ ყველაფერს, ამას წყვეტს ბიუროკრატია და „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა ევროკავშირში. სწორედ ამიტომ უნდოდათ საქართველოშიც მეორე ფრონტის გახსნა, რომ უკრაინაში თუ მშვიდობა დაისადგურებდა, საქართველოში ყოფილიყო [კონფლიქტის ზონა], ხოლო, თუ ორივეგან იქნება, ეს საუკეთესო ვარიანტია მათთვის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა