თევზჭერის ე.წ. ელექტროშოკური აპარატის შეძენა-შენახვა-გადატანა დასჯადი ხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგუამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თევზჭერისთვის განკუთვნილი უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-გადატანა დასჯადი ხდება.
მისი თქმით, კანონდარღვევა 3 000 ლარით ჯარიმას ითვალისწინებს. ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 6 000 ლარს შეადგენს.
“წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერა გახდა სისხლისამართლებრივად დასჯადი, თუმცა აღმასრულებელ ორგანოს – ჩვენს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს გარკვეული გამოწვევები აღსრულების კუთხით, რადგან დღევანდელი რეგულაციით საჭიროა ფაქტის ადგილზე დადასტურება კონკრეტულად მოპოვებული თევზით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითონ თევზჭერის უკანონო იარაღი, რომლის გამოყენებაც ხდება ბრაკონიერების მიერ, ამ იარაღის შეძენა-შენახვა-გადატანა იყოს დასჯადი და შემოდის ამ მიმართულებით 3000-ლარიანი ჯარიმა, რა თქმა უნდა, ასეთი აპარატის კონფისკაციით და გამეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება და იქნება 6000 ლარი, ასევე, რა თქმა უნდა, კონფისკაციით”, – განაცხადა შამუგიამ.