ირანის რევოლუციური გვარდია დამასკოში ირანელი ოფიცრის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისრაელი „საფასურს გადაიხდის“

დამასკოში ირანელი ოფიცრის დაღუპვის გამო ირანის რევოლუციური გვარდია ისრაელს ემუქრება და აცხადებს, რომ ისრაელი „დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“
„უდავოდ, უზურპატორი და ველური სიონისტური რეჟიმი ამ დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“, – ნათქვამია ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში.
ირანელი ოფიცრის, რაზი მუსავის მკვლელობას ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისიც გამოეხმაურა.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს ქმედება სიონისტური რეჟიმის იმედგაცრუების, უმწეობისა და უუნარობის კიდევ ერთი ნიშანია“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისიმ.
შეგახსენებთ, ირანული მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის უფროსი ოფიცერი, რაზი მუსავი დამასკოში დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში