„ქართული ოცნების” ლიდერები აჭარაში, პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების” ლიდერები აჭარაში, პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი მ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, სთან და გენერალურ მდივანთან, სთან ერთად პარტიულ სტრუქტურებს აჭარის „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, სულხან თამაზაშვილი წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სულხან თამაზაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღინიშნა, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, მენეჯმენტის გაუმჯობესებას ემსახურება. შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პარტიის სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას

როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის- სად არის სამართლიანობა?

იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული