აიდინ ჰამზაევის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აიდინ ჰამზაევის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
-მ 1971 წელს დაბადებული მ.ა. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება 2022 წლის 21 სექტემბერს კახეთში, სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით აიდინ ჰამზაევი მოკლეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 21 სექტემბერს, კახეთის რეგიონის, ერთ- ერთ სოფელში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ა.ჰ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული კახეთში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშ

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება