შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმებს ნიგერიაში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ ნიგერიაში შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიგერიის პლატოს შტატის ადგილობრივი ხელისუფლების მეთაური, მანდეი კასა ავრცელებს.
„113 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. საომარი მოქმედებები, რომელიც შაბათს დაიწყო, ორშაბათს დილამდე გაგრძელდა“, – განაცხადა კასამ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაჯგუფებებმა კოორდინირებული თავდასხმები 20 სხვადასხვა დასახლებაში განახორციელეს.
„ჩვენ 300-ზე მეტი დაჭრილი ვიპოვეთ, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს“, – აღნიშნა მანდეი კასამ.

ასევე დაგაინტერესებთ