19 ქვა და 1 დაზარალებული, 1 ქვა და 19 მსროლელი, თუ 19 უდანაშაულო და 1 ცრუ მოწმე? – რატომ გამოჰყავს შსს–ს ერთი და იგივე პირები მოწმედ სხვადასხვა საქმეში?
სხდომის დაწყებისას მან თქვა, რომ “თუ წესრიგი დაირღვევა, ის პროცესს დახურავს”.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 7 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. ესენი არიან პოლიციელები, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ.
სხდომაზე ამ წუთებში იკითხება მოწმე პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა, რომელიც გუშინ სინდისის 8 პატიმრის საქმეზეც დაიკითხა. ის ამბობს, რომ ქვა მოხვდა სახის არეში და ტუჩი დაუზიანდა. ზუსტად იგივე თქვა მოწმემ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე.
