თურქეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი, დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
„ჩვენ მაღალი დონის დელეგაცია გვყავს, რუსებს კი როგორც ჩანს ბუტაფორიული. ვნახოთ, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ფორმატს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განვიხილავთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა