11 ნოემბერს ყველასათვის საყვარელ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მე-10 სართულზე მდებარე, „ათი რუფტოპ რესტორანში“, ახალი, შემოდგომა-ზამთრის, მენიუს პრეზენტაცია Gault&Millau Georgia-სთან ერთად გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 5-კურსიანი, ქართული თანამედროვე კერძები. მენიუში შემავალი თითოეული კერძი ინსპირირებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ცნობილი თუ არაცნობილი ინგრედიენტებით და განსაკუთრებულ ხელწერას სძენს მათ.
საღამოზე შეკრებილნი იყვნენ ცნობილი რესტორატორები, შეფები და გასტრონომიული კულტურის წარმომადგენლები.
ვახშამი დაგვირგვინდა „ათი“ რესტორნისთვის Gault&Millau Georgia-ს ღირსეული ჯილდოს გადმოცემით. Gault&Millau არის ცნობილი ფრანგული, საერთაშორისო რესტორნების გიდი, რომელიც ყოველწლიურად მიმოიხილავს და აფასებს რესტორნებს. თანაც ის იყენებს უნიკალურ შეფასების სისტემას, 1-დან 20-მდე შკალას, სადაც მოცემულია ქულები სასადილო გამოცდილების სხვადასხვა კრიტერიუმისთვის. მათ შორის მზარეულების კულინარიული უნარები, კრეატიულობა, პრეზენტაცია, ატმოსფერო და ინგრედიენტების ხარისხი.
„ათი რუფტოპ რესტორანი“ — ეს არის თანამედროვე ქართული სამზარეულო, ბარი, ტერასა და ლაუნჯი. დახვეწილი ინტერიერი, საუკეთესო პანორამული ხედი ქალაქზე და განსაკუთრებული მომსახურება ზუსტად ასახავს ქართულ სტუმარმასპინძლობის კულტურას და ყოველთვის ახალი აღმოჩენაა ქართველი თუ უცხოელი სტუმრისთვის.
„ათის“ კულინარიული გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებისგან — ყველა მათგანს საკუთარი წვლილი შეაქვს ძველი ტრადიციული გემოების აღდგენასა და მათ თანამედროვე რეცეპტორებზე მორგებაზე.
ათი — ათჯერ უკეთესი გამოცდილება!
Facebook Instagram
[R]