თბილისის ყოფილი ვიცემერი ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თბილისის ყოფილი ვიცემერი დაინიშნა.
“ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება”, – წერს იუსტიციის სამინისტრო.
ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცემერის თანამდებობას.