პოლიტიკური პროტესტი სერბეთში – მოქალაქეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები სახლებში არ ბრუნდებიან, გადაკეტილია ქუჩები, ხალხი ადმინისტრაციულ შენობებში შეიჭრა. პროტესტის მიზეზი საპარლამენტო არჩევნებში პუტინის მოკავშირე ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიის გამარჯვებაა – ხალხი გაყალბებაზე საუბრობს და შედეგების გაუქმებას მოითხოვს. თავის მხრივ პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სერბეთში მიმდინარე პროცესებზე შეფასებები კეთდება თბილისში. ქართველი პოლიტოლოგები ვუჩიჩისა და ივანიშვილის რეჟიმებს შორის პარალელებსაც ავლებენ.
