Kraft Heinz -ში ქარხნების მოდერნიზაციაზე 3 მილიარდ დოლარს დახარჯავს

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Kraft Heinz -ში თავისი ქარხნების მოდერნიზაციისთვის 3 მილიარდ დოლარს დახარჯავს, განაცხადა კომპანიის ჩრდილოეთ ამერიკის ოპერაციების ხელმძღვანელმა პედრო ნავიომ Reuters-თან ინტერვიუში.
ნავიოს თქმით, ქარხნებში განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც Kraft Heinz-ის მიერ ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი იქნება, კომპანიას ხარჯების შემცირებაში დაეხმარება წარმოების ეფექტურობის გაუმჯობესების გზით. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული იმპორტზე ტარიფები კომპანიის საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის მქონე ერთ-ერთი ფაქტორი იყო.
Kraft Heinz ვარაუდობს, რომ განახლებები მას ახალი პროდუქტების უფრო სწრაფად შემუშავებისა და ბაზარზე გატანის, ასევე ბაზრის წილის დაცვის საშუალებას მისცემს.
ვრცლად interfax–ზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ