ლევან სანიკიძე: ახალი რეპრესიების პირველი მსხვერპლი ირაკლი ოქრუაშვილი აღმოჩნდა

“გუშინდელი წერილის შემდეგ მარტივად მოსალოდნელი იყო, რომ ოცნება მარწუხების ბოლომდე “გადაჭერას” დაიწყებდა.
ახალი რეპრესიების პირველი მსხვერპლი ირაკლი ოქრუაშვილი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული მიუღებლობა მაქვს მასთან დაკავშირებით, ვიღაცებისგან განსხვავებით მე პრინციპებით ვაზროვნებ და მისი დღევანდელი დაკავება პოლიტიკური დევნის კლასიკური ნიმუშია.
არაორაზროვნად და გაჭრილად ვამბობ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და თავისუფლებაზე უნდა იყოს!
ამავე საქმეზე, რაც რუსულ კომისიასთან ართანამშრომლობას გულისხმობს, არაერთი ლიდერის პროცესია ჩანიშნული.
ბიჭებსაც შეუძლიათ საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა და დანაშაულის აღიარების გზით თავისუფლების მოპოვების მცდელობა, მაგრამ არ აკეთებენ, ბოლომდე მიყვებიან ვაჟკაცურ გზას.
სხვის მაგივრად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მივბაძავდი იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილთან კომპრომისზე არ მიდიან,” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა