სირიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა ირანის რევოლუციის გუშაგთა მეთაური – სახელმწიფო მედია

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამხედრო დანაყოფის მაღალი რანგის მრჩეველი, რაზი მუსავი, დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმისას სირიის დედაქალაქ დამასკთან ახლოს – იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.
სააგენტო როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მუსავი მუშაობდა სამხედრო კოორდინაციაზე თეირანსა და დამასკს შორის, და იყო ნაწილი რევოლუციის გუშაგთა ყუდსის დანაყოფისა.
IRGC-სთან დაახლოებული სააგენტო ტასნიმი წერს, რომ მუსავი იყო სირიაში ამ ძალის ერთ-ერთი ვეტერანი მრჩეველი, და ახლობელი პირი ყასემ სოლეიმანისა – ყუდსის ყოფილი მეთაურის, რომელიც 2020 წლის იანვარში დაიღუპა აშშ-ის ძალების მიერ ბაღდადთან ახლოს განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში