ვიცოდით, რომ კვარაცხელია ნიჭიერი იყო, მაგრამ გაგვიჩნდა ეჭვი, იქნებოდა თუ არა ის ლიდერი – „არსენალის“ ყოფილი სკაუტი

„პარი სენ-ჟერმენმა“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის „არსენალი“ 3:1 დაამარცხა. კი ამ შეხვედრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ.
კარიერის გარკვეულ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, ლონდონურ კლუბში გადასულიყო, თუმცა „არსენალმა“ მის შეძენაზე უარი თქვა, – ამის შესახებ პოლონურ გამოცემა Weszlo-სთან „არსენალის“ ყოფილმა სკაუტმა, ტომაშ პასეჩნიმ ისაუბრა.
„2022 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიმ“ ყაზანის „რუბინიდან“ 10 მილიონ ფუნტად შეიძინა. დღეს ეს გარიგება გენიალურად გამოიყურება – ქართველმა მოთამაშემ იტალიურ კლუბს სერია A-ს ტიტული და დიდი ფინანსური მოგება მოუტანა. თუმცა იმ დროს ეს ნაბიჯი სარისკოდ ითვლებოდა და, განსხვავებით ნეაპოლელებისგან, „არსენალმა“ რისკზე წასვლა ვერ გაბედა.
ვიყავი ყაზანის ძველ სტადიონზე მოსკოვის „დინამოს“ მატჩის დროს. ხვიჩა შეცვლაზე შევიდა და ორი წარუმატებელი დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა, რასაც გულშემატკივართა უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ფეხბურთელმა აშკარად დაკარგა თავდაჯერებულობა და მატჩის ბოლომდე გაუჭირდა. ის დაბნეული ჩანდა და ყოველი შემდეგი მოძრაობა წარუმატებელი იყო.
გაჩნდა ეჭვი, რამდენად შეძლებდა მოთამაშე მსგავს ზეწოლასთან გამკლავებას და ფსიქოლოგიური მდგრადობის საკითხი მთავარი ფაქტორი გახდა.
ვიცოდით, რომ ის ძალიან ნიჭიერი გახლდათ, მაგრამ რთული იყო დასკვნის გამოტანა, იქნებოდა თუ არა ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ მან ეს პერიოდი წარმატებით გადალახა, იმ ეტაპზე კლუბმა გადაწყვიტა, არ გაეფორმებინა კონტრაქტი. მე კი ვალდებული ვიყავი, მომემზადებინა ანგარიში და მიმეთითებინა ყველა სუსტი წერტილი“, – ამბობს ტომაშ პასეჩნი.