: დავაკავეთ მძღოლი, რომელიც თბილისში, სანაპიროზე დაეჯახა სხვა ავტომობილს, რომელიც მტკვარში გადავარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ერთი ადამიანის დაკავებაზე, რომელიც 14 მაისის გამთენიას თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სხვა ავტომობილს დაეჯახა. მანქანა, რომელშიც ოთხი მგზავრი იჯდა, მტკვარში გადავარდა – მათგან სამს მაშველები ამ დრომდე ეძებენ მდინარეში, ერთმა კი მანქანის ვარდნისას გადმოსვლა მოასწრო და მაშველების დახმარებით მდინარიდანაც ამოვიდა.
დაკავებული მძღოლი 23 წლის კაცია – ის თბილისში დააკავეს.
“ი.ს. – მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა”, – წერს .
გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველ წელს 400-ზე მეტი ადამიანი იღუპება და 10 000-მდე იღებს მნიშვნელოვან დაზიანებებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…