ირანი ინდოეთის სიახლოვეს ტანკერზე თავდასხმის ბრალდებას უარყოფს

ორშაბათს ირანმა უარყო შეერთებული შტატების ბრალდება, რომ ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ქიმიით დატვირთულ ტანკერს დაარტყა.
კვირის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მყოფ, იაპონიის კუთვნილ და ნიდერლანდების მიერ ოპერირებულ გემ „ქემ პლუტოს“, ინდოეთის სანაპიროდან 200 საზღვაო მილის მოშორებით დაარტყეს.
„ამ განმეორებით ბრალდებებს უარვყოფთ, როგორც უსაფუძვლოს“, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს მდივანმა ნასერ ქანაანიმ ბრიფინგზე. მან იქვე დაამატა, რომ ამის ნაცვლად, ღაზაში ისრაელის ომში თავის როლის გამო, ბრალდებების წინაშე შეერთებული შტატები უნდა იყოს.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის და ამის საპასუხოდ ღაზის დაბომბვების კვალდაკვალ, კვირას ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხედრო ფლოტმა მიიღო მოქმედების 621 კილომეტრიანი რადიუსის ფრთოსანი რაკეტები და ასევე სადაზვერვო შვეულმფრენები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში