აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
Sky News-ის ცნობით, დონალდ ტრამპი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა, სადაც კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება.
კატარში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან ერ-რიადისთვის 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, დოჰაში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარის სამეფო ოჯახისგან Boeing 747-8 თვითმფრინავი საჩუქრად მიიღოს, რომელსაც ის საპრეზიდენტო თვითმფრინავად გამოიყენებს, ხოლო მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ იგი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა.
