,, ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ რეალურად ეს პიროვნება კონკრეტულად მიიღებს დაფინანსებას” – სარჯველაძე ალექსი თირქიაზე

,,ბიჭი, რომელსაც თავში დამიზნებით ესროლეს გაზის კაფსულა.
ჯერ კომაში მყოფი სიცოცხლისთვის იბრძოდა და ახლა დადის თავზე დიდი ჭრილობით და ცალ თვალში მხედველობის პრობლემებით.
თვალის ოპერაციისთვის ელოდებოდა ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებას.
უარი მოუვიდა!“ – წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი.
,,ოცნების” ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს კლინიკის შეცდომა იყო და ალექსი თირქიას ფაქტზე ასეთ კომენტარს აკეთებს:
,,როგორც ჩანს, თქვენ საუბრობთ, გუშინ, ხელოვნურად ატეხილ აჟიოტაჟზე, ახალი პანიკის გამოწვევის მცდელობაზე. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სინამდვილესთან და რეალობასთან შესაბამისი, ნახევრად ნათქვამი სიმართლე, თუ რაც გინდათ, ის დავარქვათ, მაგრამ, რეალობა არის ასეთი: თუ ერთ-ერთი კლინიკის ექიმის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს გადასარევად იცის კლინიკამაც, თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორი დოკუმენტაცია ატვირთეს არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით. […]
ამ კონკრეტულ ჯერზე, რაზეც ეს აჟიოტაჟი იქნა ატეხილი, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უბრალოდ, კლინიკის შეცდომის გამო არასწორად აიტვირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც არასწორი იყო. ეს გადასარევად იცის თვითონ კლინიკამ და ამ წესით არ ფინანსდება. ამიტომ, მოვუწოდებდი, ასე დაუდევრად პაციენტების ინფორმაციას ნუ მოეპყრობიან კლინიკებში. […] სწორად განაცხადი როგორც შემოვა, როგორც აქამდე იყო, ისე გაგრძელდება. ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ რეალურად ეს პიროვნება კონკრეტულად მიიღებს დაფინანსებას”

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს