დავით ზურაბიშვილი – ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია

პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსისადმი პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილზე, საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე სტამბოლში უკრაინისა და ს წარმომადგენლების შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.
– ბატონო დავით, პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსისადმი პრემიერ ირაკლი კობახიძის გაგზავნილ წერილზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ ამ წერილმა იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა, თქვენთან დაკავშირება გადავწყვიტეთ.
ხელისუფლების ოპონენტების კომენტარებში სჭარბობს შეფასება – „სასოწარკვეთილების გამოვლინება“, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს წერილი იმაზე მეტად მრავალპლასტიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
თქვენ როგორ შეაფასებდით -ს ადმინისტრაციისთვის პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილს, რომლის მთავარი არსი ასე გამოიყურება – „სუფთა ფურცლიდან გთხოვთ ურთიერთობების დაწყებას“?
– ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-გან „სუფთა ფურცლიდან ითხოვს ურთიერთობების დაწყებას“, ეს ახალი ამბავი არაა, ადრეც აქვთ ეს ნათქვამი, ხშირად საუბრობდა „აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაზე“.
თავის თავად, საკითხის ასე დაყენება იმას ნიშნავს, რომ ითხოვ იმას, რაც აშშ-საქართველოს ურთიერთობებში 30 წელზე მეტი ხანი იყო, იმას თავი დავანებოთ, დავივიწყოთ, ვითომ არც ყოფილა, და ყველაფერი დავიწყოთ 0-დან, ეს არის, შევეცდები კორექტულად ვთქვა – ზედმეტად ამბიციური განცხადება. თან ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა.
საკითხის ასე დაყენება ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ვეუბნებით – რაც აქამდე აშშ-ს საქართველოსთვის უკეთებია, საერთოდ, ცალ ფეხზე მკიდია, ახლა დავანებოთ იმას თავი და მე როგორც მინდა, ისე ვაკეთოთ. შეუძლებელია ამაზე დათანხმდეს აშშ-ს მხარე. ეს წარმოუდგენელია, და მნიშვნელობა არ აქვს რა იდეოლოგიის მატარებელი იქნება აშშ-ს ადმინისტრაცია.
ასეთი შეთავაზება შეიძლება გაუკეთო ქვეყანას, რომელთანაც ადრე მტრული ურთიერთობა გქონდა. როცა მტერი გეუბნება დავივიწყოთ წარსულიო, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ, ქვეყანა, რომელიც 30 წელია ითვლება შენს სტრატეგიულ მოკავშირედ, კარგი ურთიერთობები გაქვს და მას ეუბნები – ყველაფერი დავივიწყოთ და „სხვანაირი ურთიერთობები“ დავიწყოთ, არა მარტო გაუგებარია, გაუგებარია, რა „სხვანაირ ურთიერთობებზეა“ საუბარი.
მტერი გეუბნება დავივიწყოთ წარსულიო, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ, ქვეყანა, რომელიც 30 წელია ითვლება შენს სტრატეგიულ მოკავშირედ, კარგი ურთიერთობები გაქვს და მას ეუბნები – ყველაფერი დავივიწყოთ და „სხვანაირი ურთიერთობები“ დავიწყოთ, არა მარტო გაუგებარია, გაუგებარია, რა „სხვანაირ ურთიერთობებზეა“ საუბარი
ამგვარ მსჯელობას ემატება ის, რაც წერილშია,- შენ მე კი არ მემეგობრებოდი, სინამდვილეში მტრობდიო. აფინანსებდი გადატრიალებებს, დღესაც აფინანსებ რევოლუციასო. წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ თქვენ აზრზე არ ხართ, დიფ სთეითი რომ გყავთ, ისინი საქართველოში იმას აკეთებენ დღესაც, რასაც ბაიდენის დროს აკეთებდნენო.
ამ წერილზე რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს ადმინისტრაციას? ან იქნება აშშ-ს მხრიდან ამ წერილის სრული იგნორირება, ეს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, ან, უარეს შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის მეტად გაღიზიანება და ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება. წარმოუდგენელია ამ წერილმა სხვა შედეგი მოიტანოს.
ამ წერილზე რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს ადმინისტრაციას? ან იქნება აშშ-ს მხრიდან ამ წერილის სრული იგნორირება, ეს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, ან, უარეს შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის მეტად გაღიზიანება და ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება. წარმოუდგენელია ამ წერილმა სხვა შედეგი მოიტანოს
– რა შეიძლება ყოფილიყო ტრამპისა და ვენსისათვის წერილის მიწერის მიზანი?
– მე არ მგონია, რომ წერილის მიწერის მიზანი სხვა რამ ყოფილიყო გარდა იმისა, რაც წერილში წერია. თქვენ აქამდე საქართველოსთან მიმართებაში სასულეებს აკეთებდით, ახლა ამას ნუღარ იზამთ და ვიმეგობროთ და გავაკეთოთ ისე, როგორც მე მინდა.
ვიღაცამ, შეიძლება იკითხოს – ასეთ სისულელეს სერიოზულად ხომ არ იტყოდნენო? მე ვფიქრობ რომ იტყოდნენ. მე არა თუ მაღალი წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე არ ექვემდებარება ჯანსაღ, რაციონალურ ახსნას. იგი ეფუძნება ერთი ადამიანის წარმოდგენებს სამყაროზე, ურთიერთობებზე, ეს წარმოდგენები სავსეა პარანოიდული, პრიმიტიული შეთქმულების თეორიებით. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ასე ლაპარაკი ამერიკასთან გაუვა.
მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე არ ექვემდებარება ჯანსაღ, რაციონალურ ახსნას. იგი ეფუძნება ერთი ადამიანის წარმოდგენებს სამყაროზე, ურთიერთობებზე, ეს წარმოდგენები სავსეა პარანოიდული, პრიმიტიული შეთქმულების თეორიებით. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ასე ლაპარაკი ამერიკასთან გაუვა
ივანიშვილი რუსეთთან არც კი ცდილობს რაიმე საყვედურის მაგვარიც კი დაცდეს. სიტყვა ოკუპაციის თქმასაც კი ერიდებიან. რატომღაც ჩათვალეს, რომ აშშ-თან ყველაფერი შეიძლება. ეგ კი არა, ცოტა მენტორული ტონითაც კი საუბარი შეიძლება. ცოტა ნაწყენი ტონითაც. ამ წერილში ცოტა შიშიც იგრძნობა. ვაი თუ ამ წერილით რამე გაფუჭდეს.
ხელისუფლებას როგორი პარანოიდული ხედვებიც არ უნდა ჰქონდეს და რა წარმოდგენებით არ უნდა ხელმძღვანელობდეს, ესმის რომ ამერიკულ სანქციებს ევროპის წამყვანი ქვეყნები შეიძლება აჰყვნენ. ეს შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობებზეც კი აისახოს.
თუ შენ ამერიკისთვის პოლიტიკური კეთროვანი ხარ, ან მისი მტრის ქვეშემდომი უნდა გახდე, სხვა ვარიანტი უბრალოდ არ გაქვს. სხვა შემთხვევაში შეიძლება ეკონომიკაც და ქვეყანა ჩამოგექცეს. სულ ტყუილად ტრაბახობენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდით.
თუ შენ ამერიკისთვის პოლიტიკური კეთროვანი ხარ, ან მისი მტრის ქვეშემდომი უნდა გახდე, სხვა ვარიანტი უბრალოდ არ გაქვს. სხვა შემთხვევაში შეიძლება ეკონომიკაც და ქვეყანა ჩამოგექცეს. სულ ტყუილად ტრაბახობენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდით
მე არ მგონია რომ ასეთი დამოკიდებულება არის ჯანსაღი დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რა მიზანიც შეიძლება გქონდეს. მე მგონია, რომ ხელისუფლების მიზანია ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება ისეთი მიიღოს, როგორიც არის, როგორიცაა . და კიდევ – როგორია ივანიშვილი, ეს არ არის ამერიკის საქმე.
დაახლოებით ასეთი მიდგომა აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას – მე გავაკეთებ რაც მინდა, შენ მე ყველანაირად ისეთი უნდა ამიტანო როგორიც ვარ და თან კიდევ უნდა მომცე ფული. ეს კი არა, ასევე ეუბნება – შენ ჩემთან თუ ეკონომიკური ურთიერთობა გექნა, ამისთვის კიდევ მადლობა მითხარი.
ხელისუფლების მიზანია ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება ისეთი მიიღოს, როგორიც არის, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი. და კიდევ – როგორია ივანიშვილი, ეს არ არის ამერიკის საქმე „ქართულ ოცნებაშიც“ და მის მომხრეებში ორჯერ ორი ზოგჯერ ხუთია, ან ექვსი. მე აბსოლუტურად გულწრფელად მგონია რომ ისინი და ივანიშვილიც ვერ ხვდებიან რომ სააკაშვილისთვის ომის დაწყების დაბრალება არის ომის დაწყების ქართული სახელმწიფოსთვის დაბრალება. იძახიან – საქართველო რა შუაშია, ომი სააკაშვილმა დაიწყო. რა თქმა უნდა, ასე ვითარების წარმოჩენა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია
– ამგვარი აზრი გამოთქმა წერილში ნათქვამმა – „ავტორიტარულ ქვეყნებთან თუ აწარმოებთ დიალოგს, ჩვენთან რატომ არა? – ხომ არ გაფიქრებინათ?
– დიახ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან სიმპტომატური ფრაზაა. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მას ჩაგრავენ უსამართლოდ. იგი ასე ფიქრობს – ჩემზე უარესი დიქტატორებიც ხომ არიან? მე დამოუკიდებელი პრესაც მაქვს, ოპოზიციაც მყავს. ყველას არ ვიჭერ, ერთი ორი თუ დავიჭირე, დიდი ამბავი ახლა, და ამის გამო რატომ მებრძვით?
წერილში გარდა სურვილებისა, სერიოზული უცოდინარობაც იგრძნობა საერთაშორისო ურთიერთობების. ასეთ წერილებს არ წერენ, ისინი დამაზიანებელია იმისთვის, ვინც ასეთ წერილებს წერს. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებისთვის.
– შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, წერილში ყველაზე სახიფათოდ მეჩვენა 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება. წერილში მტკიცებით ფორმაში წერია – „რუსეთის წინააღმდეგ ომი სააკაშვილმა დაიწყო“.
მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოში მოიგო სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, ასევე სარჩელი მოიგო სტრასბურგის სასამართლოში, გაუგებარია რას ემსახურება იმის მტკიცება თითქოს 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო?
ეს რომ ასე არაა, ლამის მთელმა მსოფლიომ იცის…
– რა თქმა უნდა, ასეა. ამ თემაზე მე ვისთანაც მისაუბრია და მიკამათია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მომხრეებთან, ის ხალხი ვერ ხვდება, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილი და საქართველო ერთმანეთისგან არ განიყოფა. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს დაავალო ომის დაწყება ნიშნავს იმას, რომ ომის დაწყებას ქვეყანას აბრალებ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი.
„ქართულ ოცნებაშიც“ და მის მომხრეებში ორჯერ ორი ზოგჯერ ხუთია, ან ექვსი. მე აბსოლუტურად გულწრფელად მგონია რომ ისინი და ივანიშვილიც ვერ ხვდებიან რომ სააკაშვილისთვის ომის დაწყების დაბრალება არის ომის დაწყების ქართული სახელმწიფოსთვის დაბრალება. იძახიან – საქართველო რა შუაშია, ომი სააკაშვილმა დაიწყო. რა თქმა უნდა, ასე ვითარების წარმოჩენა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
ხელისუფლების სანქცირების ფონზე ქვეყანა პრაქტიკულად დაკარგავს სატრანზიტო ფუნქციას და მიმზიდველობას. საქართველო არც ისეთი სატრანზიტო კვანძი არაა, რომ მსოფლიომ საქართველოს გარეშე ვერ იფუნქციონიროს. საქართველო სსრკ-ს შემადგენლობაში არსებობდა, მაგრამ დასავლეთიც არსებობდა და ჩვენს გარეშეც არსებობდა მსოფლიო
ამ თეზისშიც ახალი არაფერია, ამას იმეორებენ ბოლო დრო კარგა ხანია. აგერ პარლამენტში წულუკიანის კომისიაც ამას გვიმტკიცებს. პრობლემა ისაა, რომ ამ კომისიაში ვერავის ვერ აუხსნი რომ ასე მსჯელობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული თეზისია. ჩნდება აზრი, რომ ამას შეგნებულად აკეთებენ რომ რუსებს ასიამოვნონ. მეტიც, ასე მსჯელობას რუსეთთან ინტეგრაციის გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ბევრი.
ჩემი აზრით, აქ ის მომენტიც არის, რომ რუსეთს ასიამოვნონ, მაგრამ, სიამოვნებაც არის და სიამოვნებაც. ქვეყანას რომ სათავეში უდგახარ ელემენტარული სახელმწიფოებრიობის განცდა ხომ უნდა გქონდეს. რუსეთი დამნაშავედ ჰააგის სასამართლოში ცნეს. ამასთანაა დაკავშირებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ასევე არაღიარების პოლიტიკა. ყველაფერ ამას წყალში ვყრით და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზეც თვალს ვხუჭავთ?
თუ ასეთია ლოგიკა, მაშინ გამოდის სეპარატისტული რეგიონების აღიარებისკენ მივდივართ. ცხადია, ამას ჯერ იმიტომ ვერ ბედავენ, რომ საზოგადოებაში ეს დიდ ვნებათაღელვას და უკმაყოფილებას გამოიწვევს. პრობლემის მთელი თავი და ბოლო ისაა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელსაც არ აქვს განცდა რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია.
– აშშ-ს ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ.
ბევრი თვლის, რომ წერილი „ვაშინგტონისთვის მკაცრად, მაგრამ დელიკატურად იყო სათქმელი ნათქვამი“. ამ წერილს რომ დიპლომატიურობა და დელიკატურობა აკლდა, აშკარად, ბევრი თანხმდება.
ამ მსჯელობაში საინტერესო იყო ამგვარი მტკიცება – „ვაშინგტონის რეაქცია იქნება ინდიკატორი და მარკერი თუ რა მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა“.
თქვენც დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ წერილზე ვაშინგტონის რეაქცია იქნება ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი?
– დარწმუნებული ვარ, წერილის ავტორებმა არ იციან საერთაშორისო ურთიერთობები. გაუგებარია, მათ რა ჰგონიათ, თუ ამერიკა მტრად მოიკიდე ამით თავად რაიმე სარგებელს ნახავენ? მართლა არ ვიცი. ამათ ჰგონიათ რომ შემდეგ რუსებთან ივაჭრებენ, ან ჩინეთთან? რატომ უნდა ჩათვალოს ან ერთმა ან მეორემ საქართველო პარტნიორად?
ქვეყანა, რომლის ხელმძღვანელობა სანქცირებულია, ის ქვეყანა კარგავს სატრანზიტო ფუნქციას. საერთაშორისო ურთიერთობაში საქართველოს ორი რამ ჰქონდა – ეს იყო სატრანზიტო ფუნქცია, აზერბაიჯანის გაზის და ნავთობის ტრანზიტის ფუნქცია. შემდეგ ამას დაემატა ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტრანზიტის განხორციელება. და დემოკრატია და ის, რომ საქართველო რეგიონში არის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა. რეგიონში ერთგვარი ფორპოსტი დასავლური ცივილიზაციის.
ორივე ფუნქციაზე ივანიშვილის ხელისუფლებას ნებაყოფლობით აქვს ნათქვამი უარი. ში ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილის განაცხადი ასეთია, არ მინდა დემოკრატია, მინდა ავტორიტარიზმი, სანამ ცოცხალი ვარ, უნდა ვიყო ხელისუფლებაში. ეს დემოკრატიულ ნორმებთან შეუთავსებელია. მე არ ვიცი, აქ მე ვარ და მარტო მე უნდა მელაპარაკოთ.
ხელისუფლების სანქცირების ფონზე ქვეყანა პრაქტიკულად დაკარგავს სატრანზიტო ფუნქციას და მიმზიდველობას. საქართველო არც ისეთი სატრანზიტო კვანძი არაა, რომ მსოფლიომ საქართველოს გარეშე ვერ იფუნქციონიროს. საქართველო სსრკ-ს შემადგენლობაში არსებობდა, მაგრამ დასავლეთიც არსებობდა და ჩვენს გარეშეც არსებობდა მსოფლიო.
ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ ქვეყანას სატრანზიტო ფუნქცია ჰქონდეს. ამას კი დემოკრატია სჭირდება. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას არც ერთი უნდა და არც მეორე. ჩემი აზრით, ჩვენ სუიციდისკენ მიდრეკილი ხელისუფლება გვყავს
ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ ქვეყანას სატრანზიტო ფუნქცია ჰქონდეს. ამას კი დემოკრატია სჭირდება. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას არც ერთი უნდა და არც მეორე. ჩემი აზრით, ჩვენ სუიციდისკენ მიდრეკილი ხელისუფლება გვყავს. ისეთი შანსი რომელიც ამ ხელისუფლებას 2012 წლის შემდეგ, თუნდაც 2016, ან 2020, თუნდაც იმის შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვცეს, ბევრს არ ჰქონია. ეს შანსი უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოგვიტანა.
სანამ რუსეთის ხელმძღვანელი პუტინია, უკრაინა-რუსეთის ომი არ დასრულდება
ჩვენგან ითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ დემოკრატიის ელემენტარული ნორმების დაცვას, შვეიცარიის და ნორვეგიის სტანდარტს არავინ გვთხოვდა. მკაფიო დამოკიდებულებას უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას რომ სიმართლე უკრაინის მხარესაა, რუსეთია აგრესორი და მტყუანი, და ამის გამო რუსეთისთვის მსოფლიოს მიერ დაწესებულ სანქციებზე შეერთება.
ეს ბოლო მოთხოვნა ხელისუფლებას შესრულებული აქვს, რასაც ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები ითვალისწინებს, საქართველო აკმაყოფილებს. პირველ ორზე, რომ რუსეთია აგრესორი, და რომ ელემენტარული დემოკრატია გვქონდეს, გაჭერდეს. ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა სრულიად დაუმსახურებლად გავხდით, ახლა კი რეალურად ვდგავართ მსოფლიოსგან იზოლაციის საფრთხის წინაშე.
– 15 მაისს სტამბულში ზელენსკი-პუტინის შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ უკვე ვიცით, რომ სტამბოლში პუტინი არ ჩავა. ჩავა ლავროვი, რომელიც კიდევ ერთხელ იტყვის – „ცეცხლის შეწყვეტამდე უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ძირეული მიზეზები უნდა აღმოიფხვრას“.
თქვენი ვარაუდით, რა შედეგით დასრულდება სტამბულში უკრაინული და რუსული მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრა?
– არ ვფიქრობ, რომ სტამბულში დაგეგმილი შეხვედრა წარმატებული იქნება და მშვიდობა დამყარდება. მგონი, ნელ-ნელა ტრამპის ადმინისტრაციაც ხვდება, რომ უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინა არაფერ შუაშია.
ჩემი აზრით, ზელენსკი კარგად მოქმედებს ტრამპთან ურთიერთობაში. მან უკვე იცის როგორ უნდა ელაპარაკოს ტრამპს, ბევრ რამეში ეთანხმება, ბევრში არა. მალე ყველა დაინახავს, რომ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებს პუტინი ბლოკავს.
პუტინს გაცხადებული აქვს რომ უკრაინის ნახევარი არის რუსეთი. კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა, რომ უკრაინის 4 რეგიონი რუსეთის ტერიტორიაა. რუსეთის ერთად ერთი მიზანია თავისი იმპერიალისტური ამბიციების დაკმაყოფილება. მანამდე ის გააგრძელებს ომს. პუტინს სხვა გზ არ აქვს. სანამ რუსეთში სხვა ხელმძღვანელი არ მოვა, ეს როგორ უნდა მოხდეს მე არ ვიცი, შიდა გადატრიალება უნდა მოხდეს, თუ პუტინის თავად ჩამოშორდება ხელისუფლებას თუ ჩამოაშორებენ, მაგრამ, სანამ რუსეთის ხელმძღვანელი პუტინია, უკრაინა-რუსეთის ომი არ დასრულდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი