“რაც ოკუპაციის მიღმაა, ჩვენი კონტროლის გარეთაა, სამწუხაროდ, ბერკეტები არ გვაქვს” | დარჩიაშვილი ოჩამჩირის ბაზაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც
ოკუპაციის მიღმა ხდება, კონტროლს გარეთაა და მთავრობას მასზე ბერკეტი არ აქვს.

დარჩიაშვილს კომენტარი სთხოვეს საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ხავიერ კოლომინას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, “იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში ს მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს”.
“ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტია, აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მეგობრებთან, მათი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი აქტიური მუშაობით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მობილიზებით ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.