მე-5 საარტილერიო ბრიგადას საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

მე-5 საარტილერიო ბრიგადას საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე პროექტი – „ერთი დღე ჯარში“ გრძელდება. ვაზიანში მდებარე მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ამჯერად, თბილისისა და რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებს უმასპინძლა. ბაზაზე იმყოფებოდნენ თბილისის 29-ე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი მოსწავლეები, რომელთა სასკოლო პროგრამაშია საგანი „სამხედრო საქმე“. დანარჩენმა სკოლებმა კი, სამხედრო ქვედანაყოფში ვიზიტის სურვილი თავად გამოთქვეს.
ჯარისკაცების მხრიდან ინსტრუქტაჟის ჩატარებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ, მოზარდებმა და პედაგოგებმა ტერიტორიის დათვალიერება გმირთა მემორიალით დაიწყეს, რომელიც გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული სპორტული დარბაზი, გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება, ჯარისკაცების საცხოვრებელი ყაზარმები დიდი ინტერესით დაათვალიერეს და დასასრულს, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებისა და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
პროექტი „ერთი დღე ჯარში“, რომელიც ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში წარმატებით მიმდინარეობს.
Previous: ციხეში ჩემს მეუღლეს შემოუთვალეს, „თუ ფულს არ მოიტან, აჩიკოს მოვკლავთო“- დილით, ზარია კარზე და უცნობი მამაკაცი მეუბნება, ეს ბატონმა ბადრიმ [პატარკაციშვილი] გამოგიგზავნათო- ამ თანხის წყალობით გადავარჩინე ვაჟი, მაგრამ ეს არ იყო ერთეული შემთხვევები

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა