მედია: ელჩებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტს

ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა (ელჩებმა) მხარი დაუჭირეს უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტის ამოქმედებას.
ბრიუსელში დღეს, 14 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ სააგენტო „ფრანს პრესი“ და უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“.
წყაროთა თანახმად, ახალი სანქციები გავრცელდება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 200-მდე გემზე, მათ შორის ნავთობის ტანკერებზე, 30-მდე კომპანიაზე, რომლებიც უკვე არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლით მოქმედებენ და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან კავშირის მქონე 75 კერძო და იურიდიულ პირზე.
სანქციების მე-17 პაკეტი 20 მაისს უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო დაიწყო და მნიშვნელოვნად გააძლიერა 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ევროკავშირმა სანქციების წინა, მე-16 პაკეტი 2025 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე მიიღო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს