დარჩიაშვილი: ოკუპაციის მიღმა ქმედებები ჩვენი კონტროლის გარეთაა, ბერკეტები არ გვაქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოკუპაციის მიღმა ხდება, მათ კონტროლს გარეთაა და მთავრობას მასზე ბერკეტი არ გააჩნია. ამით დარჩიაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ხავიერ კოლომინას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, “იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში ს მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს”.
დარჩიაშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი ბერკეტი ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობაა.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ, სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხისმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, ეს არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ აქ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან, აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, გვქონდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა”-ამბობს დარჩიაშვილი.
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და ს დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და “და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს”.