არასწორად იყო ატვირთული დოკუმენტები – სარჯველაძე აქციაზე დაშავებულის დაფინანსებაზე

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ოპერაციის დაფინანსებაზე უარი იმიტომ ეთქვა, რომ კლინიკამ შესაბამისი დოკუმენტაცია არასწორად ატვირთა.
მისი თქმით, როგორც კი კლინიკა „შეცდომას გამოასწორებს“ და ალექსანდრე თირქიას დოკუმენტაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სწორად ატვირთავს, მას ოპერაციის ხარჯებს აუნაზღაურებენ.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის სინამდვილეს არ შეესაბამება. ნახევრად ნათქვამი სიმართლე, თუ რაც გინდათ ის დავარქვათ, მაგრამ რეალობა გახლავთ ასეთი – ერთ-ერთი კლინიკის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს გადასარევად იცის თვითონ კლინიკამაც და მისმა თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორი დოკუმენტაცია ატვირთეს არასწორ ადგილას არასწორი ფორმით.
სხვა წინა შემთხვევებშიც ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით ყოველთვის დამაკმაყოფილებელი და მისაღები გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენი სამინისტროს მხრიდან. ასეც იქნება, როგორც კი არა დაუდევრობით, არამედ გულისხმიერებით მოეკიდებიან კონკრეტული პაციენტის ინტერესებს – სწორად ატვირთავენ კონკრეტულ დოკუმენტაციას, რასაკვირველია, ეს გახდის შესაძლებელს, რომ კონკრეტული სამედიცინო მანიპულაცია კონკრეტულ პირს დაუფინანსდეს. სხვაგვარად ეს არ შეიძლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მანამდე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ჯანდაცვის სამინისტრომ ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს