ვაკის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა და მუშაობას რეგიონული განვითარების სამინისტროში განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან დავით კვინიკაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„დათო არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი. იგი 2015 წლიდან შემოუერთდა ჩვენს გუნდს, ვაკის გამგეობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, რაიონის გამგებლის თანამდებობას კი 2021 წლიდან იკავებდა.
ბევრი კარგი პროექტი აქვს ჩვენთან ერთად განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მიიღო, მომავალ საქმიანობაში გამოადგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს