ისრაელმა იემენის პორტებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელმა იემენის პორტებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა იემენის მოსახლეობას რას ისას, ჰოდეიდასა და სალიფის პორტების დატოვებისკენ მოუწოდა.
„აღნიშნულ პორტებს „ჰუსიტების“ ტერორისტული რეჟიმი ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებს, ამიტომ მოსახლეობას პორტების დატოვებისკენ მოვუწოდებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დღეს დილით „ჰუსიტების“ მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა გაანადგურეს.
„ჰუსიტების“ განცხადებით, რაკეტის სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება