პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები

უკრაინა განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიას და ის თავს იცავს. საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან. საქართველოს 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა.
ელჩის თქმით, რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ამიტომაც ევროპის ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა მოხდეს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.
„ჩვენ, როგორც ევროკავშირი და ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რუსეთის სამიზნეები ვართ. რაც ჩვენ ვისწავლეთ არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთს. რომ რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომელიც სამეზობლოს წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთის მავნე ქმედებებს, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიას, ასევე სამეზობლოში ყველას წინააღმდეგ სხვა ჰიბრიდულ საქმიანობას, სჭირდება სათანადო პასუხი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები და შევძლოთ ჩვენი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა