აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე წარადგინა

ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მურვანიძე მერიის თანამშრომლებს დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა წარუდგინა.
ამასთან, თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალაქის ყოფილ მერ არჩილ ჩიქოვანს გაწეული სამუშაოსთვის.
„გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება, ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა – თუ მისი დამარცხება გვინდა, ავტორიტარმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის, რისიც ეშინია

პოლიტიკა 18.04.2026 / 18:42აა ელენე ხოშტარია – ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით – ჩვენ გვჭირდება არა ტყუილი ხდომილება, არამედ მართალი, ნამდვილი არჩევნები