საბავშვო ევროვიზია თბილისში ჩატარდება

საბავშვო ევროვიზია თბილისში ჩატარდება
“საბავშვო ევროვიზია 2025 წელს გასული წლის გამარჯვებული ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში გაიმართება”,_ ამის შესახებ ინფორმაცია ევროვიზიის გვერდზე ვრცელდება.
2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე 9-დან 14 წლამდე ასაკის ნიჭიერი შემსრულებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიღებენ მონაწილეობას.
დამატებითი დეტალები, მათ შორის ღონისძიების ჩატარების ადგილი, თემატური ნამუშევრები და მონაწილე ქვეყნების სრული სია, მომდევნო თვეებში გახდება ცნობილი.