გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და -ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე

გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და -ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე
ძალიან კარგია, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ სთვის მიწერილი ღია წერილის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებს, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან განწყობების, პათოსის და გზავნილების თანხვედრის მიუხედავად, რატომ დუმს ამ დრომდე ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით და რატომ არის კვლავ ძალაში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები.
“ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, განსაკუთრებით, მათ მიერ გახმოვანებული და ჩვენ მიერ გაცილებით ადრე გახმოვანებული მესიჯები, ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე.
ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელსაც ჩვენ ვერ განვმარტავთ. ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვთ დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მისი ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. სანამ ეს არ იქნება განმარტებული და ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცვლილი, მანამდე, მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში, ვისაც კი ეს ხმა მისწვდება, დაისმება შეკითხვა, რატომ ხდება, რომ პოზიციათა აბსოლუტური თანხვედრის მიუხედავად – მეტიც, საქართველო ასეთ პოზიციებს, რომელსაც დღეს აშშ ახმოვანებს, თვეებით და წლებით ადრეც კი ახმოვანებდა – ამის მიუხედავად, ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გახმოვანებულა,” – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო – იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება