“არადა, სულაც არაა კობახიძის წერილი სასაცილო, არც სულელური, საშიშია.
ეს წერილი ტრამპისთვის რომ არაა, ხომ ვიცით.
ეს წერილი მისი მომხრეებისთვისაა, რომ აი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და არ ვუნდივართ ამერიკას.
ტრამპს რომ იდეოლოგიურად ემთხვევიან, ეგ იმ ოპერიდანაა, ტრამპი რომ პუტინის “მხარესაა”.
ეს წერილი ძალიან ჰყავს იმ პერიოდს კანდიდატის სტატუსზე რომ თქვეს უარი.
კიდევ რაღაც დიდზე აპირებენ უარის თქმას, და რაღაც ძალიან საშიშზე და ცუდზე – კი–ს თქმას.
და ეს – კი – “გაპრავდება” იმით, რომ აი, ამერიკას მაინც არ ვუნდივართ, რომ თავად მიგვატოვა.
თავიდან ბოლომდე, გაჟღენთილია იმ საწვავით, რომ აი, ჩვენ ყველაზე კარგები, ჩვენ ამერიკის საუკეთესო მეგობრები მიგვატოვა ამერიკამ და ბოლო სერიაში, უბრალოდ ცეცხლს გაუკიდებენ…”, – წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში.