ჩვენი გუნდი, ს და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს

ჩვენი გუნდი, ს და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს
ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი მიმართულებით გაძლიერება ავტომატურად ემსახურება მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებას და გაძლიერებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს.
„როდესაც მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დასახული მიზანი და ძალიან აქტუალურია ეს საკითხი ჩვენთვის ყველასთვის, რომ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში არის მიღწევადი.
მე პირადად, ჩვენ, ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს და ამას შემთხვევით არ ვსაუბრობ. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის, კამერებს მიღმა და ეს არის ის მიზანი, რომელიც თავის მხრივ ბევრი მიმართულებით გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის ასევე დამოუკიდებლობის მიმართულებითაც, რაც უფრო მეტად აღმოვფხვრით კორუფციას, ნებისმიერ რგოლში, რაც უფრო მეტად შევებრძოლებით და თავს გადავდებთ ამისათვის, კი ბატონო გვაქვს გარკვეული წარმატებები და სერიოზული წარმატებები ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოში ვიყოთ პირველ სამეულში კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით და ამას აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენ ამისთვის შეგვიძლია თავი გადავდოთ ყოველგვარი პათეტიკის და გადაჭარბების გარეშე, რაც ასევე ამ ინდექსთან ერთად და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და ჩვენ სითამამეს ნებისმიერთან ურთიერთობაში კიდევ უფრო გააძლიერებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო – იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება