გუტერეში არ იმსახურებს, იყოს გაეროს ხელმძღვანელი – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე ყოფნას არ იმსახურებს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
“გუტერეში არ იმსახურებს, იყოს გაეროს ხელმძღვანელი”, – თქვა ელი კოენმა ჟენევის გაეროს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ის ჟენევაში, ისრაელელი მძევლების საკითხზე სასაუბროდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
“ვფიქრობ, რომ გუტერეშმა, ისევე, როგორც ყველა თავისუფალმა ხალხმა, მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა თქვას: “გათავისუფლდეს ღაზა “ჰამასისგან”. ყველამ თქვა, რომ “ჰამასი” ISIS-ზე უარესია. რატომ არ შეუძლია მას ამის თქმა?”, – აცხადებს ს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო