“ჰამასი” ისრაელის მიერ საავადმყოფოში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას ომის დანაშაულს უწოდებს

“ჰამასმა” გაავრცელა განცხადება, რომელშიც ისრაელის მიერ ღაზის უდიდეს საავადმყოფოზე, ალ-შიფაზე განხორციელებული სამხედრო ოპერაცია შეფასებულია, როგორც “ომის დანაშაული”, “ზნეობრივი დანაშაული” და “დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ BBC წერს.
ამავე განცხადების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში, ისრაელის მიერ წუხელ განხორციელებული ოპერაციისას, 9000-მდე ადამიანი – პაციენტები, სამედიცინო პერსონალი და დევნილი მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ისრაელიც და შეერთებული შტატებიც აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ, “ჰამასს” სამეთაურო ბაზა აქვს, რასაც “ჰამასი” უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი