ოცნების პარლამენტი MEGOBARI Act-ის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ამზადებს

“ოცნების” პარლამენტი გეგმავს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ MEGOBARI Act-თან დაკავშირებით — სპეციალური განცხადების პროექტი უკვე წარდგენილია.
ინიციატორებს შორის არიან , „ქართული ოცნების“ ფრაქცია და პარლამენტში წარმოდგენილი სხვა პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები.
განცხადების პროექტი განხილვისთვის გადაეცა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, ხოლო სესიაზე მისი განხილვა ხვალ იგეგმება.
დოკუმენტის პარლამენტში წარდგენა შალვა პაპუაშვილს დაევალა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო საჭიროდ მიიჩნევს, ოფიციალურად უპასუხოს კონგრესში მიღებულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს საკითხებს ეხება.
„პრემიერმინისტრის წერილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და რომელიც -ის პრეზიდენტს მიემართებოდა, ეხება სწორედ ამ აქტს. პარალელურად, ჩვენ მოვამზადეთ საპარლამენტო განცხადება, რომელიც ამ ე.წ. ‘მეგობარ აქტს’ პასუხობს. ამ დოკუმენტში არაფერი ამოვიკითხეთ, რაც მეგობრობას შეესაბამება. ჩვენი მიზანია, წარმოვადგინოთ რეალური სურათი და ვუპასუხოთ არგუმენტირებულად იმ მოსაზრებებს, რომლებიც ამ აქტშია მოცემული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.