„ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტის წინადადებას უარყოფენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ეგვიპტურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით ეგვიპტის წინადადება ღაზაში „ჰამასის“ მიერ კონტროლის დათმობის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ დათმობებზე წასვლას არ აპირებს.
„ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ისრაელის აგრესია, ხოცვა-ჟლეტა და გენოციდი დავასრულოთ. აგრესიის შეჩერებისა და დახმარების გაზრდის შემდეგ ჩვენ მზად ვართ პატიმრების გაცვლაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.