VR Shekvetili Forest-Beach BY PARAGRAPH-ის სრული საინჟინრო სისტემების პროექტირებას ,,იმპოსტი მეპ’’ უზრუნველყოფს

VR Shekvetili Forest-Beach BY PARAGRAPH-ისთვის საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო სამუშაოებს ,,იმპოსტი მეპის’’ შვილობილი კომპანია ,,IMEP PROJECT-’’ შეასრულებს. პროექტზე იმუშავებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები.
,,IMEP PROJECT-ი’’ არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც მუდმივად ნერგავს სიახლეებს საინჟინრო სფეროში. სწორედ, ამიტომ ‘’VR Shekvetili Forest-Beach-BY PARAHGRAP’’-ის სრული საინჟინრო პროექტის მომზადებისათვის ‘’IMEP PROJECT’’ ის გამოცდილი გუნდი შეირჩა.
ჩვენი მიზანია,‘’VR Shekvetili Forest-Beach-BY PARAGRAPH’’-სათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ ენერგოეფექტური, პრემიუმ კლასის მოთხოვნებთან თავსებადი პროექტი.
მადლობას ვუხდი ‘’VR ჰოლდინგს’’ არაერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის’’ – აცხადებს ‘’IMEP PROJECT-ის’’ დირექტორი დავით ცქვიტაია.
საინჟინრო კომპანია ,,იმპოსტი მეპ’’ მომხმარებელს სთავაზობს სრულ საინჟინრო სერვისს – გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, სახანძრო უსაფრთხოების, წყალმომარაგება-წყალარინების, ელექტრობის და სუსტი დენების მიმართულებებით.

ასევე დაგაინტერესებთ