საჭირო ცვლილებებია იმისთვის, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახური იყოს უფრო მოქნილი და მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს

საჭირო ცვლილებებია იმისთვის, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახური იყოს უფრო მოქნილი და მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს კითხვა დაუსვა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათი კარიერის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. დეპუტატმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვანი და დროულია იმისთვის, რომ ქვეყანამ ადეკვატურად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.
„ქალბატონო ხათუნა, მადლობა. დროული და საჭირო ცვლილებებია იმისთვის, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახური იყოს უფრო მოქნილი და მოერგოს იმ თანამედროვე რეალობის გამოწვევას, რასაც დღესდღეობით აწყდება საქართველო და ზოგადად, რასაც განვითარების გლობალური ტენდენციები გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენც ხელი შევუწყოთ ამ ცვლილებების დანერგვას და თანამედროვე გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხოთ. ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და საჯარო მოხელეები, რომლებიც სტრუქტურაში არიან დასაქმებული, ერთგულად იცავენ საქართველოსა და სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც თავისთავად ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას და სურვილს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები ამასაც ითვალისწინებს. მაინტერესებს, არის თუ არა ახალგაზრდების დიპლომატიურ სამსახურში ჩართვისა და კარიერული წინსვლისათვის რაიმე დამატებითი ღონისძიებები ან მექანიზმები ან თუ იგეგმება ახალგაზრდების ჩართვა და ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში პერიოდულად პირველად დიპლომატიურ თანამდებობებზე ტარდება ღია კონკურსი, რითაც სამინისტრო ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სისტემაში შევიდნენ და ამის შემდეგ სამინისტრო ზრუნავს მათ განვითარებაზე, სხვადასხვა ფორმით.
Previous: იმ ახალგაზრდების მშობლებს მივმართავ, რომლებიც რუსთაველზე აქციების პერიოდში დაიჭირეს- თქვენმა შვილებმა კანონი მაინც დაარღვიეს და მე, 19 წლის ბავშვი, რატომ ვიჯექი ციხეში? არაფერი დამიშავებია – ეს იყო ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოში არასდროს დაბრუნდება

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში