იმ ახალგაზრდების მშობლებს მივმართავ, რომლებიც რუსთაველზე აქციების პერიოდში დაიჭირეს- თქვენმა შვილებმა კანონი მაინც დაარღვიეს და მე, 19 წლის ბავშვი, რატომ ვიჯექი ციხეში? არაფერი დამიშავებია – ეს იყო ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოში არასდროს დაბრუნდება

იმ ახალგაზრდების მშობლებს მივმართავ, რომლებიც რუსთაველზე აქციების პერიოდში დაიჭირეს- თქვენმა შვილებმა კანონი მაინც დაარღვიეს და მე, 19 წლის ბავშვი, რატომ ვიჯექი ციხეში? არაფერი დამიშავებია – ეს იყო ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოში არასდროს დაბრუნდება
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი ხოჭავა, თავისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.
ხოჭავა ამასთანავე, რუსთაველზე აქციების პერიოდში დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებს მიმართავს.
„იმ ახალგაზრდების მშობლები, რომლებიც რუსთაველზე აქციების პერიოდში დაიჭირეს, მოგმართავთ თქვენ, პატივცემულო მშობლებო. თქვენმა შვილებმა კანონი მაინც დაარღვიეს და რაღაც მუხლის წაყენება შეუძლია პოლიციას. მე, 19 წლის ბავშვს, რომელმაც სკოლა დაამთავრა, ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი, მქონდა ჩემი ოცნებები და მიზნები. თქვენ, ახლა გამოდიხართ ტელევიზიებში და ამბობთ, რომ თქვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ და არა ციხეში ისხდნენ. პატივცემულებო, მე რატომ ვიჯექი ციხეში და რატომ არ ვისწავლე? დავაშავე რამე? -მე არაფერი დამიშავებია. ეს იყო დიქტატურული, ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოში არასდროს დაბრუნდება“-განაცხადა გიორგი ხოჭავამ.
Next: საჭირო ცვლილებებია იმისთვის, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახური იყოს უფრო მოქნილი და მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს