თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე, თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შსს-ს მოწმეები დაიკითხებიან.
ასევე შსს-ს წარმომადგენლებმა, სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინეს, რომელიც, მათი თქმით, ასახავს ანი ქავთარაძის მიერ პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.
ინფორმაციისთვის, წინა სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომლის მიხედვით, ადვოკატები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის გამოკითხვას მოითხოვდნენ, თუმცა მაშინ მოსამართლეს შუამდგომლობაზე პასუხის გაცემა, დღევანდელი სასამართლო სხდომისთვის გადადო.
ცნობისთვის, თორნიკე სხვიტარიძე არის მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, საბა სხვიტარიძის ძმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, თორნიკე სხვიტარიძეს, ასევე ანი ქავთარაძეს მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით.
