ვიქტორ დიოკერეში ისევ ლიდერია – ოქროს ბუცი 2025

მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ არ შეცვლილა ლიდერები 2025 წლის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში. ლისაბონის „სპორტინგის“ ფორვარდი ვიქტორ დიოკერეში და „ლივერპულის“ ბომბარდირი მოჰამედ სალაჰი ისევ პირველ და მეორე ადგილებზე არიან. ამ დუეტს წამოეწია „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე, რომელმაც „კლასიკოში“ ჰეთთრიკი შეასრულა.
„ოქროს ბუცი” 2024-25. TOP20
“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ 5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.