ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის წერილზე – ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები – ან სამშობლო, ან ბიძინა, ასეთია არჩევანი

ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ან ბიძინა – ასეთია არჩევანი,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი , პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის -ის მთავრობას მიმართავს.
გვარამია „ფეისბუქზე“ კობახიძის წერილს აზიარებს და ამბობს, რომ ამ წერილით ჩანს, რომ „ფსიქოპათები გვმართავენ“.
„მეგობრებო, ეს საქართველოს დე-ფაქტო პრემიერის წერილია ამერიკის პრეზიდენტისადმი. თუ არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები.
ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ან ბიძინა – ასეთია არჩევანი“,- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა. როგორც აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
კობახიძე წერილში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქიებზე და აშშ-ის ადმინისტრაციას მისამართით ამბობს, რომ გასაკვირია, რომ ისინი ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებენ.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის სრული თანხვედრაა.
მან ასევე „დიფ სთეითზეც“ ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, „რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება“.
„ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ“,- წერს ირაკლი კობახიძე წერილში.